Accentnews.ge
"კელი დეგნანთან ვისაუბრეთ ე.წ. 3+3 ფორმატზე, რომელიც რეალობაში 2+3 ფორმატია"

"კელი დეგნანთან ვისაუბრეთ ე.წ. 3+3 ფორმატზე, რომელიც რეალობაში 2+3 ფორმატია"

23/12/2021 10:37:15 პოლიტიკა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამეზობლოში მიმდინარე პროცესებს.

„ვისაუბრეთ უკრაინაში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე, ასევე – ე.წ. 3+3 ფორმატზე, რომელიც რეალობაში 2+3 ფორმატია. დისკუსიის საგანი იყო საქართველოს მნიშვნელოვანი როლი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის და მოსაზრებები გავცვალეთ – ქართულმა მხარემ როგორ შეიძლება ეს გააკეთოს და ამ მიმართულებით ამერიკული მხარე დაგვეხმაროს. ასევე ვისაუბრეთ, უსაფრთხოების გარემოზე, კერძოდ, ავღანეთსა და შავი ზღვის რეგიონზე. საქართველოს სამეზობლოში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა სამხარაძემ.

დღეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს პარლამენტში შეხვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S