წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს
23/12/2021 11:26:01 პოლიტიკა
წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა უკვე მესამედ გადაიდო. მომდევნო სხდომა 11 იანვარს ჩატარდება.
ჩხოროწყუს საკრებულოს კი ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს. თანამდებობაზე ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს.
საკრებულოს სხდომები ორივე რეგიონში ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა.


