"შიმშილობა არის მცდარი სტრატეგია"
23/12/2021 12:12:04 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ შიმშილობა მცდარი სტრატეგიაა.
„მცდარი სტრატეგიაა. მესმის, ჩვეულებრივი ადამიანებია, რომლებსაც სურთ რაღაც გააკეთონ და ამას აკეთებენ. პოლიტიკური ლიდერები თავს იტყუებენ და ეს ცუდია, ლიდერს არ აქვს უფლება სასოწარკვეთაში ჩავარდეს და რაღაცისთვის რაღაც აკეთოს. უარეს შემთხვევაში კი, დროის მოგება სურთ, რამენაირად, რომ ვიღაცამ კიდევ არ დააბრალოს, უმოქმედოდ ყოფნა. ავტორიტარული რეჟიმები შიმშილით რომ მარცხდებოდეს, მაშინ არც ერთი მათგანი არ იარსებებდა“, – განაცხადა ბოკერიამ.
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მოშიმშილეებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან უკვე მე-12 კარავი გაიშალა. პარტიის ლიდერები და აქტივისტები პროტესტს აგრძელებენ. ამ დროისთვის ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს.


