Accentnews.ge
"რუსეთის შემდგომი მოქმედება დამოკიდებული იქნება არა აშშ-სთან მოლაპარაკებებზე, არამედ რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროებებზე"

"რუსეთის შემდგომი მოქმედება დამოკიდებული იქნება არა აშშ-სთან მოლაპარაკებებზე, არამედ რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროებებზე"

23/12/2021 12:53:26 პოლიტიკა

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, "რუსეთის შემდგომი მოქმედება დამოკიდებული იქნება არა აშშ-სთან უსაფრთხოების გარანტიების ირგვლივ მოლაპარაკებებზე, არამედ რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროებებზე". ამის შესახებ მან წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

«1990-იან წლებში გვითხრეს, რომ ალიანსი არც ერთი დიუიმით აღარ გაფართოვდებოდა. და რა? - უბრალოდ უტიფრად მოგვატყუეს, გაგვაცურეს! ნატო-ს გაფართოების ხუთი ტალღა ვიხილეთ, ხუთი! ახლა კი უკვე რუმინეთში, პოლონეთში ჩნდება შესაბამისი სისტემები!», – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და იქვე დასძინა, რომ ამიერიდან "რუსეთი იმოქმედებს არა აშშ-სთან გარანტიების ირგვლივ მოლაპარაკებების შედეგებიდან, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროებებიდან გამომდინარე".

მისივე აზრით, "რუსეთზე დასავლეთის მუდმივი ზეწოლა შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ იმით აიხსნას, რომ დასავლეთის ქვეყნებისთვის რუსეთი მეტისმეტად დიდია - სსრკ-ის დაშლის შემდეგაც კი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S