Accentnews.ge
"საგარეო უწყებამ მიწის დელიმიტაცია-დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახური გააუქმა"

"საგარეო უწყებამ მიწის დელიმიტაცია-დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახური გააუქმა"

24/12/2021 10:21:12 პოლიტიკა

ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფიგურანტი ივერი მელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, აღნიშნული მას შემდეგ განხორციელდა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიწის დელიმიტაცია-დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახური გააუქმა.

მელაშვილი აცხადებს, რომ უცნობია რა და ვინ შეითავსებს ამ სამსახურის ფუნქციას:

"მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტია, იქ წამოიწყეს რეორგანიზაცია ჩაატარეს ასე ვთქვათ, ჩემი სამსახური იყო შიგნით, ესე ჰქვია მიწის დელიმიტაცია-დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახური, ეს სამსახური გააუქმეს. ამას ახლა სად გადაიტანენ, როგორ გადაიტანენ, რანაირად გადაიტანენ არ ვიცი, რას აპირებენ და საერთოდ რა აქვთ მოფიქრებული. იმას ვუკავშირებ რაც ხდება ქვეყანაში, რაც ჩემ გარშემოა, კონკრეტულად კიდევ იმას, მეტს არაფერს, ერთი ხელით ნაწერია ყველაფერი ეს, უბრალოდ შემსრულებლები არიან ბევრი სხვადასხვა", - განაცხადა ივერი მელაშვილმა.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახური სამსახური არ გაუქმებულა".

"საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის პოზიცია ისევე, როგორც ეს სამსახური არ გაუქმებულა. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შემდგომი საქმიანობის და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით აღნიშნული ფუნქცია გადავიდა უშუალოდ კომისიის დაქვემდებარებაში, ნაცვლად საგარეო სამქეთა სამინისტროსა, რაც ბუნებრივია, აღარ ქმნის ამ ფუნქციის საგარეო საქმეთა სამინისტროში დუბლირების საჭიროებას. მოგეხსნებათ, რომ კომისია გახლავთ უწყებათაშორისი სტრუქტურა, რომელსაც როტაციის პრინციპით ჰყავს ხელმძღვანელი და სამომავლოდ უმჯობესია, რომ ეს ფუნქცია არსებობდეს სწორედ უშუალოდ კომისიასთან, მისი ეფექტიანი საქმიანობისთვის", – განუცხადეს "აქცენტს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

ცნობისთვის: ივერი მელაშვილსა და მის კოლეგა ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S