აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც თანამდებობა 3 კვირაში დატოვა: "ამოვწურე ჩემი თავი"
24/12/2021 10:39:17 პოლიტიკა
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაკალათიამ თანამდებობა დატოვა. მაკალათია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო და დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
„ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის ამოვწურე ჩემი თავი. მივიღეთ 2022 წლის ბიუჯეტიც. დავტოვე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი და საკრებულოც, მაგრამ ვრჩები პარტია „ქართული ოცნებაში“ როგორც წევრი და მხარდამჭერი“, – აცხადებს მაკალათია.
მაკალათია აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 3 დეკემბერს აირჩიეს.


