კახა კუჭავა თანამდებობიდან გადადგა
24/12/2021 14:02:09 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი შალვა პაპუაშვილი იქნება.
თავად კუჭავამ განაცხადა, რომ "შორს არსად მიდის და პოლიტსაბჭოში რჩება":
"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სპიკერის თანამდებობა. ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით თვეა გუნდთან ერთად ამ საკითხზე გვქონდა საუბარი, მე შორს არსად არ მივდივარ ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად თუმცა რა თქმა უნდა დეტალებზე არ ვისაუბრებთ მომავალ წელს ჩვენ გავიგებთ უფრო მეტ დეტალს პროპექტზე, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ. რა თქმა უნდა ეს უკვე დამატებით ახსნის ყველა იმ მიზეზს რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ".


