პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი შალვა პაპუაშვილი იქნება
24/12/2021 14:08:45 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი შალვა პაპუაშვილი იქნება. ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
“შალვას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ის არის სამართლის დოქტორი. სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს გერმანიაში. წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე – უნივერსიტეტებში, პროფესორის თანამდებობაზე. დღემდე შალვა იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმატებული თავმჯდომარე და აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში”, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქით, პაპუაშვილმა, როგორც პარტიის კომუნიკაციების მდივანმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არჩევნებზე “ქართული ოცნების” წარმატებაში.
განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს გიორგი ამილახვარის კანდიდატურა წარედგინება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობას ტოვებს.


