Accentnews.ge
„სასაცილოც არ ჰქვია ჩვენს მდგომარეობას" – ბურჯანაძე კუჭავას გადადგომას აფასებს

„სასაცილოც არ ჰქვია ჩვენს მდგომარეობას" – ბურჯანაძე კუჭავას გადადგომას აფასებს

24/12/2021 14:30:41 პოლიტიკა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პარლამენტის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს კახა კუჭავას თანამდებობის დატოვების ფორმის გამო აკრიტიკებს.

„სასაცილოც არ ჰქვია ჩვენს მდგომარეობას. თუ ოდნავ მეტ–ნაკლებად დალაგებული სახის და მეტყველების ადამიანი გამოჩნდა „ქართულ ცნებაში“, რომელიც არ გვაგინებს და არ გვაფურთხებს, რაღაც მომენტში აუცილებლად გვერდზე გაწევენ სხვადასხვა მოტივით. მინდა, ამ ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ცხოვრება წინ არის, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ხარ, შესაძლოა გადადგე, შესაძლოა, გადაგაყენონ, შესაძლოა, არ გაუწიო წინააღმდეგობა გუნდს, მაგრამ კომენტარი ხომ შეიძლება, მოიფიქრო?! განცხადება გააკეთო, „მნიშვნელოვანი პროექტები მაქვსო“...ხალხო, ქვეყნის მესამე პირზეა ლაპარაკი. მსოფლიოს გარდაქმნის პროექტი რომც ყოფილიყო, როგორ შეიძლება, ეს იყოს მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეობა?!“,– კითხულობს ბურჯანაძე.

ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ეს შესაძლოა, იყოს გარკვეული განაცხადი, რომ მმართველი გუნდის მიდგომები კიდევ უფრო გახისტდება:

„ყველაფერს დაკარგავენ! ეს არ არის ოპტიმიზმი. ისინი რომ ყველაფერს დაკარგავენ, ეს ძალიან ცუდი მოვლენების ფონზე მოხდება და ეს ქვეყნისთვის დამაზარალებელი იქნება... როცა ყველაფერს მოინდომებ, ყველას მასხრად იგდებ, აბუჩად იგდებ საზოგადოებას, ადრე თუ გვიან აუცილებლად დაკარგავ ყველაფერს. ეს ცხრების პოლიტიკის ლოგიკაა“.

ცნობისთვის: კახა კუჭავამ დღეს თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ შალა პაპუაშვილი წარადგინა. კუჭავამ განაცხადა, რომ გუნდის დატოვებას არ აპირებს და რომ მნიშვნელოვან პროექტს იწყებს, თუმცა პროექტის შესახებ არ უსაუბრია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S