Accentnews.ge
ვის ჩაანაცვლებს კუჭავას დეპუტატის რანგში

ვის ჩაანაცვლებს კუჭავას დეპუტატის რანგში

24/12/2021 15:49:49 პოლიტიკა

პარლამენტში, დეპუტატის რანგში კახა კუჭავას გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს. სწორედ გია ცაგარეიშვილი არის მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში მომდევნო წევრი, რომელსაც პარლამენტის წევრობა უწევს.

გია ცაგარეიშვილი „ქართული ოცნების“ სიაში რიგით 62-ე ადგილზეა.

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ დღეს განაცხადა.

„შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, მომავალ წელს მეტს გაიგებთ იმ პროექტზე, რომელსაც ვუხელმძღვანელებ“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

კუჭავა ტოვებს დეპუტატის მანდატსაც.

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S