Accentnews.ge
"წინასაახალწლო სიურპრიზად" გავიგეთ, რომ დაჩქარებული წესით დაინიცირდა კანონპროექტი ინსპექტორის სამსახურის "გაუქმების" შესახებ"

"წინასაახალწლო სიურპრიზად" გავიგეთ, რომ დაჩქარებული წესით დაინიცირდა კანონპროექტი ინსპექტორის სამსახურის "გაუქმების" შესახებ"

26/12/2021 05:45:32 პოლიტიკა

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ეხმიანება მმართველი პარტიის მიერ დაჩქარებული წესით ინიცირებულ საკანონმდებლო წინადადებას მისი უწყების – სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ და ამბობს, რომ ამის შესახებ მან და მისმა თანამშრომლებმა მედიიდან გაიგეს ამის შესახებ.

"წინასაახალწლო სიურპრიზად”, მე და ჩემმა თანამშრომლებმა, „ინტერპრესნიუსიდან“ გავიგეთ, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს, კონსპირაციულად, დაჩარებული წესით, დაინიცირდა კანონპროექტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ,,გაუქმების” შესახებ. ეს მაშინ, როცა 2021 წლის 9 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტთან ვცდილობ კომუნიკაციას სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიცირებაზე (ამ კოორდინაციის პროცესში, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი სიტყვა თქმულა ზემოაღნიშნულ ინიციატივაზე). შესაბამისი კანონპროექტი გუშინ (24 დეკემბერს) გავაგზავნეთ საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს, დასვენების დღეებში, კანონპროექტის დაინიცირება დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე. იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება! მაშინ, როცა გავეცნობი კანონპროექტს და მექნება მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, გავაკეთებ უფრო დეტალურ კომენტარს. მანამდე კი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებო, ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება კანონით ნაკარნახევი“, - წერს თოლორაია სოციალრ ქსელში.

სახელმწიფო ინსპექტორმა უწყების გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტი 24 დეკემბერს გაუგზავნა. ცვლილებები გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით შემუშავდა და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების პროცესშივე წვდომას და დროებითი დაკავების იზოლატორებსა და პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულების დაუყოვნებლივ, ბიუროკრატიული ბარიერების ნახვის უფლების მინიჭებას მოიცავდა.

"სამსახურის გამომძიებელს დროებითი მოთავსების იზოლატორში და პენიტენციურ დაწესებულებაში საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით შესასვლელად, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ესაჭიროება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ნებართვა, რაც დროში აჭიანურებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და ქმნის მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეს;

ხშირ შემთხვევაში, სამართალდამცავ უწყებებში (მაგალითად, პოლიციის განყოფილებებში) დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერების მოპოვება შეუძლებელია მაშინაც კი, როცა მათი მოთხოვნა ხდება დაუყოვნებლივ და არ არის გასული ამავე უწყების მიერ ოფიციალური აქტებით დადგენილი ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა;

ამასთან, არც თუ ისე იშვიათია სახელმწიფო უწყებების მხრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის წერილობით მოთხოვნილი ინფორმაციის დაგვიანებით (რამდენიმე კვირის, თვის შემდეგ) მიწოდების შემთხვევები, რაც დროში აჭიანურებს ან/და შეუძლებელს ხდის მტკიცებულების მოპოვებას;

სამსახურისთვის გამოწვევად რჩება ექსპერტიზის დასკვნების დროულად მიღება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დროული გამოძიების ჩატარებას;" - ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში, რომელიც მანამდე არის დაწერილი, ვიდრე ცნობილი გახდებოდა აპარატის გაუქმების შესახებ ინიციატივა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების ინიციატივას ნეგატიურად აფასებენ არასამთავრობო სექტორში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სვიმონიშვილის თქმით, "ინსპექტორის სამსახურის გაუქმების უკან მარტივად შეგვიძლია დავინახოთ პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივები" და თუ ხელისუფლებას სურს, ამ ცვლილებას ანგარიშსწორების სახე არ ჰქონდეს, მნიშვნელოვანია:

  • პარლამენტში კანონპროექტის განხილვა არ უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით;
  • ინსპექტორს ვადაზე ადრე არ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილების ვადა და ის ვადამდე არ უნდა ჩამოშორდეს საგამოძიებო უფლებამოსილებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S