"წარმოდგენაც არ შემეძლო, რამდენად მძიმე ფორმაში იყო სასამართლო სისტემა, ვიდრე ჩემს საქმეებთან დაკავშირებით არ აღმოვჩნდი პროცესებზე"
26/12/2021 19:19:55 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ "წარმოდგენაც არ შეეძლო, რამდენად მძიმე ფორმაში იყო ქვეყნის სასამართლო სისტემა, ვიდრე მის საქმეებთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა პროცესებზე".
"ჩემი სრული სოლიდარობა ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ელდარ ანთაძეს უკანონო განაჩენის შემდეგ. ამ ადამიანებმა გამოიჩინეს პრინციპულობა და ღირსება არავის შეალახვინეს. მე წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რამდენად მძიმე ფორმაში იყო საქართველოს სასამართლო სისტემა, სანამ ჩემს საქმეებთან დაკავშირებით არ აღმოვჩნდი პროცესებზე. საერთოდ მცდელობაც კი არ ჰქონია პროკურატურას რაიმე სერიოზული მტკიცებულება ან ჩვენება მოეგროვებინა მთელი ამ დროის განმავლობაში. ეს მართლმსაჯულების პაროდიაც კი აღარ არის, ეს ელემენტარული ადამიანობის დაცინვაა!“, -აცხადებს სააკაშვილი.
ცნობისთვის: ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნამახვანში რამდენიმე თვის წინ მომხდარი დაპირისპირების გამო შვიდ პირს ორი დღის წინ 4 და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ელდარ ანთაძეს 5-5 წლით, ხოლო ერთი ოჯახის 4 წევრს - თორნიკე, თამაზ, გელა და ირაკლი ჭელიძეებს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.


