„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი მასზე თავდასხმას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს
27/12/2021 06:16:55 პოლიტიკა
"გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი გოგიტა რობიტაშვილი მასზე განხორციელებულ თავდასხმას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
რობიტაშვილის თქმით, მას უცნობი პირები 15-20 წუთის განმავლობაში ურტყამდნენ.
როგორც იგი ჰყვება 4 ნიღბიანი პირი მას ფიზიკურად საკუთარ ავტოფარეხთან გაუსწორდა.
"გუშინ მე ვიყავი "გირჩი მეტი თავისუფლების" ყრილობაზე. მოვედი სახლში. როდესაც ფარეხთან მივედი, გადმოვედი მანქანიდან გავაღე კარი, შევაყენე მანქანა. კარი უნდა დამეკეტა, როცა თავს დამესხნენ. უკნიდან მომხდა წამებში რაღაც ბლაგვი საგანი, რის შედეგადაც გავითიშე და დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში მირტყამდნენ ყველა საშუალებებით", – აცხადებს რობიტაშვილი.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.


