Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება

27/12/2021 07:07:24 პოლიტიკა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძეს ზურაბ აზარაშვილი შეცვლის. აღნიშნულ თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

"ზურა არის უაღრესად წესირი, განათლებული ადამიანი, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში, მას, რა თქმა უნდა, კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის და მე მინდა ზურას ვუსურვო წარმატება, ის არის 5 შვილის მამა, მე ვფიქრობ, რომ ზურა იქნება წარმატებული მინისტრი. აქვე მინდა აღვნიშნო თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამდენად დიდი სამინისტროს მართვაში ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნას, იმიტომ, რომ მთელი სამინისტროს ბიუჯეტი არის, დაახლოებით 6 მილიარდი ლარი, ეს არის მთელი ბიუჯეტის თითქმის მესამედი და ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმრათულებით ძალიან გამოცდილი კადრი გვჭირდება და მე ვფიქრობ, რომ ასეთი არის ბატონი ზურა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ, აზარაშვილმა აღნიშნა, მისთვის აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობა დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერისა და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილს დღემდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მიმდინარე წლის 2 თებერვლამდე იგი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორი. ასევე, ეკავა სს „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი თანამდებობა. გარდა ამისა, სხვადასხვა წლებში მუშაობდა კომერციულ სტრუქტურებში.

შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S