მარგველაშვილი სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ: "პუტინის ინტერესშია, რომ ეს ადამიანი ქართველების მიერ იყოს დაპატიმრებული და გამოკეტილი"
27/12/2021 11:43:50 პოლიტიკა
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ლიდერის ვლადიმირ პუტინის პატიმარია. ამის შესახებ მან გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი. ამას უნდა გავუსწოროთ თვალი. [...] რამდენიც არ უნდა გვქონდეს დაპირისპირებები წარსულში, პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი, ეს არის ჩემი პირადი შეფასება", – განაცხადა მარგველაშვილმა.


