Accentnews.ge
სახალხო დამცველი – მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინურ სახდელებზე: "არადემოკრატიულია"

სახალხო დამცველი – მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინურ სახდელებზე: "არადემოკრატიულია"

27/12/2021 14:40:35 პოლიტიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უმრავლესობის მხრიდან ინიცირებულ ახალ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ "აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა".

ლომჯარიას თქმით, კანონპროექტის მომზადების პროცესი გაუმჭვირვალედ და მოულოდნელად წარიმართა.

როგორც მან აღნიშნა, ინიციატივა არ არის დემოკრატიული და ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპსაც:

"მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია გვაქვს მხოლოდ მედიის მეშვეობით. რამდენიმე წუთის წინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ საკომიტეტო მოსმენა მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით უკვე ჩაინიშნა, თუმცა ამ წუთამდე ჩვენ წვდომა არ გვაქვს კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს პროცესიც წარიმართა გაუმჭვირვალედ, მოულოდნელად და ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს. მოსამართლეებთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა არ არის დემოკრატიული, მართებული და ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპსაც".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S