Accentnews.ge
“საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად არ ვთვლი”: ნავალნის თანამებრძოლმა თავშესაფარი პოლონეთში ითხოვა

“საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად არ ვთვლი”: ნავალნის თანამებრძოლმა თავშესაფარი პოლონეთში ითხოვა

27/12/2021 19:04:43 პოლიტიკა

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სარატოვის საოლქო შტაბის ყოფილმა კოორდინატორმა დანილა ბუზანოვმა პოლონეთს თავშესაფარი სთხოვა.

რუსეთში სისტემატიური დევნის შემდეგ ოქტომბერში მან ქვეყანა დატოვა და საქართველოს შემოაფარა თავი, თუმცა აქ მხოლოდ ერთი თვე დაჰყო. მიზეზები დანილამ "Idel.Реалии"-ს უამბო.

“აქაური პოლიტიკური ვითარების გამო საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად არ ვთვლი: აქ ციხეში ზის მთავარი ოპოზიციონერი მიხეილ სააკაშვილი, ამაწინათ ქვეყანაში არ შეუშვეს ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი ლიუბოვ სობოლი, ასევე ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, იქ იდევნებოდა ნარიმან ოსმანოვიც [რომელიც თავის დროზე პოკროვის კოლონიაში ნავალნისთან ერთად იხდიდა უკანონო სასჯელს და შემდეგ ჟურნალისტებს პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ უამბო – რედ.]... საქართველოში ახლა უბრალოდ არ არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ვითარებას მაინც გააკონტროლებდა. ამიტომაც სადღეისოდ საქართველოში ყოფნას უსაფრთხოდ არ ვთვლი და 12 ნოემბრიდან უფრო უსაფრთხო სახელმწიფოში – პოლონეთში ჩამოვედი. ეჭვი არ მეპარება, რომ პოლონეთი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება თავისი მოქალაქეებისა და საზღვრების უსაფრთხოებას” – განაცხადა ბუზანოვმა.

ცნობისთვის: რუსეთში ნავალნის თანამებრძოლი სამგზის ჰყავდათ დაკავებული ოპოზიციის აქციებში მონაწილეობის გამო. საპატიმროში მას შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული. 2019 წელს აქტივისტის ბინაში რამდენჯერმე ჩაატარეს ჩხრეკა, იმავე პერიოდში დაუყადაღეს საბანკო ანგარიშები. 2021 წლის ოქტომბერში ბუზანოვს რუსი სამართალდამცველები სამსახურში აკითხავდნენ, უთვალთვალებდნენ. წელს დააკავეს მისი მეგობარი ვლადიმირ ნეჩაევიც. სწორედ ამის შემდეგ დატოვა ბუზანოვმა რუსეთი და საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა მხოლოდ ერთი თვით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S