Accentnews.ge
კელი დეგნანი ანრი ოხანაშვილს და მიხეილ სარჯველაძეს ხვდება

კელი დეგნანი ანრი ოხანაშვილს და მიხეილ სარჯველაძეს ხვდება

28/12/2021 06:17:31 პოლიტიკა

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს მიხეილ სარჯველაძეს ხვდება. შეხვედრა საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხი იქნება.

ამასთან, გუშინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შემაშფოთებელია ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის ორ ნაწილად გაყოფას ითვალისწინებს. „ეს პროცესი განხორციელდა სახელმწიფო ინსპექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გამჭვირვალე კონსულტაციის გარეშე“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S