Accentnews.ge
იუსტიციის მინისტრი განმარტავს, როდემდე დარჩება სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში

იუსტიციის მინისტრი განმარტავს, როდემდე დარჩება სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში

28/12/2021 09:20:24 პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე განმარტავს, როდემდე დარჩება ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

მან გაიმეორა სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომლის თანახმად, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების შემდგომ სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. აღელვების ნიადაგზე მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე.

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღო სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გადაწყვეტილება, რომ ღონისძიება დროებით ყოფილიყო გადადებული. რა დროით? ეს იქნება დამოკიდებული ჩვენს კონსულტაციებზე სამედიცინო პერსონალთან. ამის შემდეგ ბუნებრივია, მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის იქნას იგი გადაყვანილი რუსთვის 12–ე დაწესებულებაში. [...] ბუნებრივია, პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, როცა მკურნალობა დასრულებულია", – განაცხადა ბრეგაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S