Accentnews.ge
"ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არც ერთი მსგავსი მაგალითი არ არსებობს, რომ ეს ორი ფუნქცია რომელიმე უწყებას ერთად ჰქონდეს"

"ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არც ერთი მსგავსი მაგალითი არ არსებობს, რომ ეს ორი ფუნქცია რომელიმე უწყებას ერთად ჰქონდეს"

28/12/2021 11:24:24 პოლიტიკა

,,შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება იმიტომ, რომ ეს იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი. ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში, არცერთი მსგავსი მაგალითი არ არსებობს, რომ ეს ორი ფუნქცია რომელიმე უწყებას ერთად ჰქონდეს. ‘’ - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა დეპუტატების შეკითხვას, შესწავლილი აქვთ თუ არა მსგავსი მაგალითები სხვა ქვეყნებში ამ ორი უწყების ერთად ფუნქციონირების.

როგორც იონათამიშვილმა განაცხადა, "ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ არსებობს მაგალითი, სადაც ამ ორი ფუნქციას ერთი უწყება ითავსებს".

,,შვეიცარია - ფუნქციონირებს მონაცემთა დაცვის და ინფორმაციის ფედერალური კომისიის სამსახური. ფედერალური კომისარი პასუხისმგებელია ხელისუფლებისა და კერძო ორგანოების მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების ზედამხედველობაზე. ის არ შეიცავს საგამოძიებო ფუნქციას.

ფინეთი - არსებობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ომბუდსმენის სამსახური. იგი წარმოადგენს ეროვნულ, დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოს, რომელიც აკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას. ის არ შეიცავს საგამოძიებო ფუნქციას.

საფრანგეთი - ფუნქციონირებს ინფორმატიკისა და თავისუფლების ეროვნული კომისია, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ მარეგულირებელ ორგანოს. ის არ შეიცავს საგამოძიებო ფუნქციას.’’ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S