"აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის სტრატეგიული, წინდახედული მიდგომა ჩვენს პარტნიორებთან"
28/12/2021 12:19:46 პოლიტიკა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის სტრატეგიული, ამბიციური და წინდახედული მიდგომა ჩვენს აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჰიბრიდული კონფლიქტების გამრავლების ფონზე, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინის და მოლდოვის მხარდაჭერა რუსეთის ზეწოლაზე წინააღმდეგობის გაწევაში და შეინარჩუნოს შეუპოვარი მიდგომა ბელარუსის მიმართ.
" 2021 წელს ჩვენ ვიმუშავეთ ევროკავშირის ინტერესებისა და ღირებულებების დასაცავად და წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგის განმტკიცებაზე. ეს სამუშაო 2022 წელს უნდა გაგრძელდეს მთელი მონდომებით, რაც შეგვიძლია“, – აღნიშნა ბორელმა.


