Accentnews.ge
საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს

საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს

28/12/2021 13:09:10 პოლიტიკა

ხმაურიანი განხილვის შემდეგ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.

კომიტეტის წევრების გარდა, განხილვაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და თავად სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, რომელთაც კომიტეტების სხდომა დასრულებამდე დატოვეს.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაა. ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება: - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. ლონდა თოლორაიას შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი დამოუკიდებლობის გამო სჯიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S