Accentnews.ge
"ვგმობ საქართველოს პენიტენციური სამსახურის განზრახვას უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო საავადმყოფოდან რუსთავის ციხეში გადაყვანაზე"

"ვგმობ საქართველოს პენიტენციური სამსახურის განზრახვას უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო საავადმყოფოდან რუსთავის ციხეში გადაყვანაზე"

28/12/2021 13:15:44 პოლიტიკა

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა გმობს საქართველოს პენიტენციური სამსახურის განზრახვას უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო საავადმყოფოდან რუსთავის ციხეში გადაყვანის თაობაზე.

დენისოვა აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძმესია.

იგი ასევე საგანგაშოდ აფასებს ცნობას იმის შესახებ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შესაძლოა, ისევ შიმშილობა დაიწყოს. ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მულტიფუნქციურ კლინიკაში საქართველოში, ან საზღვარგარეთ:

"დარწმუნებული ვარ, უკრაინამ უნდა მოახდინოს ექიმების და ექსპერტების დელეგირება, რათა განსაზღვროს ჩვენი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზიანის ხარისხი და მიიღოს გადაწყვეტილება შემდგომი მკურნალობის პირობების შესახებ".

დენისოვა საერთაშორისო საზოგადოებას და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს, მკაცრად დაგმონ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო დახმარების უფლებების დარღვევა, რომელიც კონვენციის მე-2 მუხლითაა გათვალისწინებული.

ლუდმილა დენისოვა ასევე მიმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის კვალიფიციური მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მის სრულ გამოჯანმრთელებამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S