Accentnews.ge
ომბუდსმენის რწმუნებული –გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლაზე: " სახალხო დამცველის დაბრკოლება არის სამართალდარღვევა"

ომბუდსმენის რწმუნებული –გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლაზე: " სახალხო დამცველის დაბრკოლება არის სამართალდარღვევა"

28/12/2021 16:06:01 პოლიტიკა

სახალხო დამცველის წარმომადგენლის, საბა ბრაჭველის განცხადებით, მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ უშვებენ და არც მორიგე ექიმთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლის დაბრკოლება და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლა კანონდარღვევაა.

როგორც ბრაჭველი განმარტავს, სახალხო დამცველის რწმუნებულს აქვს უფლება ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად შევიდეს დახურულ დაწესებულებაში, სადაც არის პატიმარი სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.

იგი იმედს იტოვებს, რომ გაუგებრობაა და ჰოსპიტალში არკვევენ მისი შეშვების საკითხს.

„ეს თუ გაგრძელდა არაგონივრულად დიდ დროს, ნიშნავს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულს უარს ეუბნებიან შესვლაზე. სახალხო დამცველის დაბრკოლება არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ხოლო, უფრო მძაფრი ფორმა თუ მიიღო, იქნება სისხლის სამართლის დანაშაული“, - განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S