Accentnews.ge
ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი  იურიდიულმა კომიტეტმაც დაუჭირა

ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი  იურიდიულმა კომიტეტმაც დაუჭირა

28/12/2021 17:20:43 პოლიტიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმაც დაუჭირა. მანამდე, მსგავსი გადაწყვეტილება საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა მიიღეს.

საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების წევრების გარდა, განხილვაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და თავად სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, რომელთაც კომიტეტების სხდომა დასრულებამდე დატოვეს.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაა. ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. ლონდა თოლორაიას შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი დამოუკიდებლობის გამო სჯიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S