"დროა, აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესონ იმ დეპუტატებს, ვინც ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას დაუჭერს მხარს"
29/12/2021 09:00:58 პოლიტიკა
ყოფილი სახალხო დამცველი, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი უჩა ნანუაშვილისახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა სანქციები უნდა დაუწესონ იმ დეპუტატებს, ვინც ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას დაუჭერს მხარს.
"ალბათ დროა, ამერიკამ და ევროკავშირმა ინდივიდუალური სანქციები დაუწესონ იმ პარლამენტარებს, ვინც ხმას მისცემს ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას!", – წერს ნანუაშვილი სოციალურ ქსელში.


