Accentnews.ge
პარლამენტის ბიურომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით „ლელოს“ ალტერნატიული წინადადება კვლავ არ დაარეგისტრირა

პარლამენტის ბიურომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით „ლელოს“ ალტერნატიული წინადადება კვლავ არ დაარეგისტრირა

29/12/2021 09:11:19 პოლიტიკა

ოპოზიციის ალტერნატიული წინადადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ პარლამენტის ბიურომ კვლავ არ დაარეგისტრირა. “ლელოს” მიერ ინიცირებული ალტერნატიული წინადადება ბიუროზე ვერც გუშინ დარეგისტრირდა, რადგან გუშინ “ქართულმა ოცნებამ” ბიუროს სხდომა ჩაშალა.

“ქართული ოცნების“ ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა თავისი შინაარსით მმართველი გუნდის პროექტის ალტერნატიული პროექტი არ არის და ის მხოლოდ ცალკე ინიციატივის სახით შეიძლება იყოს რეგისტრირებული და განხილული. მათივე შეფასებით, ოპოზიცია ალტერნატიულ პროექტს პროცედურული ბრძოლისთვის იყენებს.

“ოცნების” მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის კრიტიკისა, გუშინ კანონპროექტს მხარი სამმა კომიტეტმა დაუჭირა. დღეს კი “ოცნების” კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გავა განსახილველად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S