კობახიძე – სააკაშვილზე: "პატიმარს კვლავ სურს დარჩეს იქ, სადაც მას არ ეკუთვნის ყოფნა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს"
29/12/2021 10:37:38 პოლიტიკა
"სააკაშვილს უნდა უკეთეს მდგომარეობაში იყოს, ვიდრე სხვა პატიმრები" - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კანონი უნდა აღსრულდეს:
„მიხეილ სააკაშვილს უნდა უკეთეს მდგომარეობაში იყოს, ვიდრე სხვა პატიმრები. ეს არის ჩვეულებრივი დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა. ეს ასე არ უნდა იყოს. ბუნებრივია, ნებისმიერ პატიმარს სახელმწიფოსგან ერთი და იგივე მოპყრობა უნდა ჰქონდეს, არავინ უნდა იყოს განსაკუთრებულად პრივილეგირებული. როდესაც არსებობს კონკრეტული დასკვნა, რომ ე.წ. რეფიდინგი დასრულდა 2 კვირის წინ და პატიმარს კვლავ სურს დარჩეს იქ, სადაც არ ეკუთვნის ყოფნა, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა და სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას. სახელმწიფოს მიდგომა დაეფუძნება თანასწორობის პრინციპს. ჭირვეულობს ეს ადამიანი, მაგრამ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ნაწილში“, - აღნიშნავს კობახიძე.
რაც შეეხება უკრაინის საგარეო უწყების განცხადებას სააკშვილზე, კობახიძემ შემდეგი განაცხადა:
„ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველა ადამიანის უფლების დაცვაზე, მათ შორის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის“.


