Accentnews.ge
სოზარ სუბარი – ლონდა თოლორაიაზე: "მგონია, რომ თავის მანდატს გასცდა"

სოზარ სუბარი – ლონდა თოლორაიაზე: "მგონია, რომ თავის მანდატს გასცდა"

29/12/2021 10:44:14 პოლიტიკა

წლის ბოლოა და გადავწყვიტეთ, რომ მომავალი წლიდან, ეს ინსტიტუცია იყოს კანონის ჩარჩოებში მოქცეული მეტ-ნაკლებად - ასე ხსნის "ოცნების" წევრი დეპუტატი სოზარ სუბარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

"ლონდა თოლორაიას მიმართ ერთადერთი პრეტენზია, რაც შეიძლება, მე პირადად მქონდეს, ეს არის ის, რა განცხადებებიც მან გააკეთა. გარკვეულწილად მგონია, რომ თავის მანდატს გასცდა და როცა იგი კომიტეტების სხდომაზე ესწრებოდა მოსმენას, უკეთესი იყო დარჩნილიყო ბოლომდე",– აცხადებს სუბარი.

“ოცნების” მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და ამ უწყების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის კრიტიკისა, გუშინ კანონპროექტს მხარი სამმა კომიტეტმა დაუჭირა. დღეს კი “ოცნების” კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გაიტანეს განსახილველად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S