Accentnews.ge
ელისაშვილი– სააკაშვილზე: "პატიმარი რომ ციხეში გადაიყვანეს, ამაში რა არის განსაკუთრებული და უცნაური?"

ელისაშვილი– სააკაშვილზე: "პატიმარი რომ ციხეში გადაიყვანეს, ამაში რა არის განსაკუთრებული და უცნაური?"

30/12/2021 08:03:21 პოლიტიკა

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ამაში არაფერია უცნაური".

"პატიმარი რომ ციხეში გადაიყვანეს, ამაში რა არის განსაკუთრებული და უცნაური, ხომ? პატიმარი არის ციხეში. მე თვითონაც ვიყავი აღშფოთებული, როდესაც შიმშილობდა და არ გადაჰყავდათ იქ, სადაც უნდა გადაეყვანათ - საავადმყოფოში. თუმცა პატიმარს რომ აბრუნებენ ციხეში, ამაში რა არის განსაკუთრებული, არ ვიცი. ჩვეულებრივი ამბავია. ვერანაირი განადგურების მცდელობას ვერ ვხედავ. პატიმარი გადაიყვანეს ციხეში, რომელმაც იმკურნალა და აღარაა მძიმე მდგომარეობაში", - თქვა ელისაშვილმა.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S