Accentnews.ge
"პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს, სააკაშვილს კვლავ გონია, რომ პრეზიდენტია და მის ბრძანებებს ვინმე უნდა დაემორჩილოს"

"პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს, სააკაშვილს კვლავ გონია, რომ პრეზიდენტია და მის ბრძანებებს ვინმე უნდა დაემორჩილოს"

30/12/2021 08:44:06 პოლიტიკა

"რაკი პატიმარი იქნა გადაყვანილი ერთი დაწესებულებიდან მეორეში, ეს ნიშნავს, რომ სამედიცინო მოსაზრებებით ამგვარი გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული, სხვა მხრივ ამგვარი გადაყვანები არასდროს ხდებოდა და რა თქმა უნდა, არც ახლა მომხდარა", – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნება პატიმარი თუ გაიგებს და შეიგნებს, რომ ის პატიმარია და შეზღუდული აქვს უფლებები, თავისუფლება აქვს აღკვეთილი და სწორედ ამიტომ არის პატიმარი.

„როდესაც სამედიცინო პერსონალი მიიჩნევს, რომ მკურნალობის კურსი არის დასრულებული, რა თქმა უნდა, პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს. ასე იყო ყოველთვის ყველა პატიმრის შემთხვევაში და ასეა ამ პატიმრის შემთხვევაშიც. მას შემდეგ, რაც ე.წ. მატროსოვის ციხე გაუქმდა, მინდა, ადვოკატებს შევახსენო, რომ ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში მოიხადეს სასჯელი ბატონმა ვანო მერაბიშვილმა, არაერთმა მაღალჩინოსანმა, ამ საპატიმროში იხდის სასჯელს დღემდე ბაჩო ახალაია, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს ბევრი რამ დააშავა, სწორედ რუსთავის ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში ბრძანდებოდა. შესაბამისად, არაფერი არაორდინალური აქ არ ხდება გარდა იმისა, რომ სახეზეა ერთი კონკრეტული პატიმრის კაპრიზები, ახირებები, მას კვლავ გონია, რომ პრეზიდენტია და მის ბრძანებებს ვინმე უნდა დაემორჩილოს. სინამდვილეში ის დღეს ერთი რიგითი პატიმარია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S