Accentnews.ge
"მითების დეტექტორი" ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ "ტროლების" გააქტიურებაზე საუბრობს

"მითების დეტექტორი" ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ "ტროლების" გააქტიურებაზე საუბრობს

30/12/2021 09:23:12 პოლიტიკა

"მითების დეტექტორი" - "მედიის განვითარების ფონდის" პროექტი, რომელიც სოციალურ ქსელებში "ტროლებისა" და "ბოტების" აქტივობებს აკვირდება, აქვეყნებს სტატიას, რომელშიც საუბარია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ "ფეისბუკში" დისკრედიტაციის კამპანიას ეწევიან.

"სოციალურ ქსელებში" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დისკუსიაში ორგანიზაციამ რამდენიმე გზავნილი გამოავლინა:

  • "ლონდა თოლორაიამ კანონპროექტი უკანონოდ მოიპოვა";
  • "ინსპექტორის სამსახური არაეფექტიანი, ანტისახელმწიფოებრივი ინსტიტუტია";
  • "ინსპექტორის სამსახური დასავლეთიდან იმართება/დასავლეთი შიდა პროცესებში ერევა";
  • "ინსპექტორის სამსახური "ნაციონალების" ინტერესებს ატარებს/ლონდა თოლორაია ადეიშვილის კადრია";
  • "ლონდა თოლორაია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას კადრია და მის დავალებებს ასრულებს".

სტატიაში, ასევე საუბარია, რომ ყალბი ანგარიშების სამიზნე, ლონდა თოლორაიასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ამერიკისა და გერმანიის ელჩები გახდნენ, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კრიტიკულად საუბრობდნენ.

"მითების დეტექტორმა" ასეთი 12 ყალბი ანგარიში აღმოაჩინა, საიდანაც:

  • 4 ყალბი ანგარიში პროფილზე სხვა ადამიანების ფოტოს იყენებს, 8 კი იდენტობას მალავს;
  • 1 ანგარიში ახალშექმნილია;
  • 2 ანგარიშს პროფილის ბმულში განსხვავებული დასახელება აქვს მითითებული;
  • 2 ყალბი ანგარიში (ნინი ამირეჯიბი, დაათ ცაბაძე) მადისკრედიტირებელ კამპანიებში ადრეც იყვნენ ჩართული.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 29 დეკემბერს მიიღო. კანონპროექტის საბოლოოდ მისაღებად კიდევ ორი კენჭისყრა და პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S