თამბაქოს მოხმარება ტაქსიში, სანაოსნო საშუალებებში, ასევე ავტომობილში არასრულწლოვანის გადაყვანისას იკრძალება
30/12/2021 16:00:34 პოლიტიკა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.
თამბაქოს მოხმარება აკრძალული იქნება:
- ტაქსისა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში.
- ავტოსატრანსპორტო საშუალებაში – ავტომობილში, როდესაც ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვანის გადაყვანა მოხდება.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ტაქსის, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის 200-ლარიანი ჯარიმაა შემოღებული.
თამბაქოს მოწევის შემთხვევაში 50 ლარის ოდენობით კერძო ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდება, თუკი სატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის.
ცვლილებების ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე.


