Accentnews.ge
სახელმწიფო ინსპექტორი: "პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკდიებელ უწყებას, ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ ყველაზე არაევროპულ კანონს"

სახელმწიფო ინსპექტორი: "პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკდიებელ უწყებას, ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ ყველაზე არაევროპულ კანონს"

30/12/2021 16:36:49 პოლიტიკა

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია მისი უწყების გაუქმების თაობაზე პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს ეხმიანება და აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას.

იგი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონპროექტს.

"მიღებული კანონით მიაღწიეს მიზანს – სახლში გაუშვან 2019 წელს პარლამენტის მიერ 6 წლის ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორი და ავტომატურად ყველა მოადგილე. კანონი მიიღეს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების სახელით მაშინ, როცა ამ კანონის მიღების ფორმას და მეთოდებს არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ღირებულებებთან. [...] საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკდიებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა არავის მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მხოლოდ კანონით მოქმედებდა.

ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა. მინდა, მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და მე ვიტოვებ იმედს, რომ იგი გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და დაადებს ვეტოს ამ ყველაზე არაევროპულ კანონს. ეს სამართლებრივი ბრძოლა აქ არ დასრულებულა. მე მინდა, გისურვოთ ბედნიერი ახალი წელი და მინდა გისურვოთ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ქვეყანაში ცხოვრება“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

დღეს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა. დეპუტატებმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 დეპუტატი წინააღმდეგი იყო.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S