Accentnews.ge
"ხელისუფლება საშიშ გზავნილს აძლევს დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს, შეუძლებელია, „ოცნებას“ ეს გაუვიდეს"

"ხელისუფლება საშიშ გზავნილს აძლევს დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს, შეუძლებელია, „ოცნებას“ ეს გაუვიდეს"

30/12/2021 19:36:29 პოლიტიკა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "შეუძლებელია, "ქართულ ოცნებას" ეს გაუვიდეს".

"მთავრობამ დაჩქარებული წესით გააუქმა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რითაც საშიში გზავნილი მისცა დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს და მოქალაქეები დაუცველად დატოვა სახელმწიფო ძალადობის წინაშე. შეუძლებელია, რომ "ქართულ ოცნებას" ეს გაუვიდეს. მადლობა ლონდა თოლორაიას და მის გუნდს", – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა. დეპუტატებმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 დეპუტატი წინააღმდეგი იყო. პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S