Accentnews.ge
" ევროკავშირი გილოცავთ ახალ წელს!"

" ევროკავშირი გილოცავთ ახალ წელს!"

31/12/2021 06:51:34 პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. წლის შემაჯამებელ ვიდეოში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს, გასული 12 თვის მნიშვნელოვანი მოვლენებია ასახული.

წლის შემაჯამებელ ვიდეოში საუბარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით გამართულ მედიაციის პროცესზე, ევროკავშირის მიერ ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგზე. ამასთან, საუბარია ევროკავშირის ჩართულობით განხორციელებულ შემდეგ პროექტებზე: ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, ბიზნესის მხარდაჭერა, საქართველოს უნიკალური კულტურა, შავი ზღვა -კავშირების გამტკიცება, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, საქართველოს რეგიონების განვითარება, ხალხთა შორის კავშირები, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი ტრანსპორტი და ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში.

„რადგან 2021 წელი დასასრულს უახლოვდება, გვსურს შევაჯამოთ ბოლო 12 თვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. ევროკავშირი საქართველოში გილოცავთ ახალ წელს!“,- წერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S