Accentnews.ge
ბაიდენი – ზელენსკის: "თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ და მისი მოკავშირეები კრემლს მტკიცე პასუხს გასცემენ"

ბაიდენი – ზელენსკის: "თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ და მისი მოკავშირეები კრემლს მტკიცე პასუხს გასცემენ"

03/01/2022 05:18:53 პოლიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერტებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

"ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ და მისი მოკავშირეები კრემლს მტკიცე პასუხს გასცემენ", – აცხადებენ თეთრ სახლში.

მისი ცნობით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულებას იმ პრინციპის მიმართ, რომელიც გულისხმობს, რომ არცერთი საკითხი ქვეყნის გარშემო მისი ჩართულობის გარეშე არ გადაწყდება.

გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში, მინსკის შეთანხმების მნიშვნელობას დონბასში სიტუაციის დეესკალაციისთვის.

ცნობისთვის: 31 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.

10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების გამართვა. 12 იანვარს ბრიუსელში დანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S