Accentnews.ge
ადვოკატი: "სააკაშვილს 2 მოთხოვნა აქვს, თუ არ შესრულდება პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს"

ადვოკატი: "სააკაშვილს 2 მოთხოვნა აქვს, თუ არ შესრულდება პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს"

03/01/2022 10:24:14 პოლიტიკა

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, სააკაშვილს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს - კომუნიკაციიის აღდგენის შესაძლებლობა და მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფის შესვლა. უფლებადამცველის თქმით, ამ მოთხოვნების 6 იანვრამდე დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იგი აპირებს, მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას.

ადვოკატი შოთა თუთბერიძე არ ასახელებს თუ ზუსტად რა პროტესტის ფორმას მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი:

"ვერ გვატანს ვერაფერს, წერილებით ვერ ვკომუნიკაციობთ. გვაქვს მხოლოდ იმის საშუალება, რომ გასვლის წინ მაგიდაზე რაღაც დაგვიტოვოს, რაც ბუნებრივია, კომუნიკაციას ვერ უზრუნველყოფს. ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილების შემთხვევაში, მივიღებთ ორ შედეგს, პირველი გახლავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარსედება და შესაძლოა მისი სიკვდილიც გამოიწვიოს. მეორე თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ მოგვარდება და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური პატიმრის უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. შემიძლია გითხრათ, რომ უკიდურესი ფორმა იქნება გამოყენებული, თუმცა რა ფორმა ვერ დავაზუსტებ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S