Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

03/01/2022 11:38:54 პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამშრომლებს ახალი მოადგილე ილია ღუდუშაური წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ილია ღუდუშაური მანამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო. 2017-2018 წწ. იკავებდა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. მის საკურატოროში შევა სამინისტროს სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის: დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ასევე ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.

ამ მიმართულებებს აქამდე მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე გიორგი წოწკოლაური 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S