Accentnews.ge
"სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიების გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა"

"სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიების გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა"

03/01/2022 11:50:28 პოლიტიკა

ეროვნული პრემიით დაჯილდოებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ გამარჯვებულები კომისიებმა გამოავლინეს, რომელთა საქმიანობაშიც სალომე ზურაბიშვილი არ ერევა.

საკითხზე კითხვის ნიშნები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ გამარჯვებულებს შორის ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებული, თავდაცვის სამინისტროს 2 თანამშრომელი მოხვდა.

"2021 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კონკურსებში გამარჯვებულები, რომლებიც გამოავლინეს შესაბამისმა საკონკურსო კომისიებმა. სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიები მუშაობენ სრულიად დამოუკიდებლად და მათ საქმიანობასა და გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო პრემიებს. პრეზიდენტი სახელმწიფო პრემიების მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს და ქმნის საკონკურსო კომისიებს პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით. კომისიის თავმჯდომარეები და წევრები სამეცნიერო, სახელოვნებო და სალიტერატურო სფეროების ცნობილი წარმომადგენლები არიან", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S