ენმ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას არ გამორიცხავს
03/01/2022 13:38:21 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობაში“ ენმ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას არ გამორიცხავს.
"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კომისიის ამოქმედება. მე მქონდა კიდევაც ჩემს კოლეგებთან ოპოზიციიდან საუბარი და დიდი იმედი მაქვს, რომ 50 ხმა მოგროვდება. იმ შემთხვევაში, თუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა",- აღნიშნა ენმ–ის წევრმა ხატია დეკანოიძემ.
მისი ინფორმაციით, "ლელოს" წარმომადგენლებიც მზად არიან, მხარი დაუჭირონ კომისიის შექმნას.
დღეს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ საზოგადოებას გააცნო მესამე პრეზიდენტის ინიციატივა, რომლის მიხედვით, პარლამენტში ოპოზიციამ სპეციალური საგამოძიებო კომისია უნდა შექმნას, რომლის მიზანიც მისი საქმის შესწავლა იქნება.


