Accentnews.ge
ქართველი ელჩი: "საქართველო ე.წ. 3+3 პლატფორმის ფარგლებში თურქეთში დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრება"

ქართველი ელჩი: "საქართველო ე.წ. 3+3 პლატფორმის ფარგლებში თურქეთში დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრება"

03/01/2022 15:04:14 პოლიტიკა

საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას ე.წ. 3+3 პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილ მომავალ შეხვედრაში, რომელიც თურქეთში გაიმართება. ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.

"საქართველო ნამდვილად არ დაესწრება 3+3 შეხვედრას. საქართველო თურქეთსაც და აზერბაიჯანსაც სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევს, ხოლო სომხეთს – ისტორიულ და კარგ მეზობლად. მაგრამ რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული“, - განუცხადა დილომატმა თურქულ მედიას.

მანამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გამოთქვა იმედი, რომ საქართველოც დაესწრებოდა მომავალ შეხვედრას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S