Accentnews.ge
"გირჩი" ენმ-ს ორ პირობას უყენებს

"გირჩი" ენმ-ს ორ პირობას უყენებს

04/01/2022 08:39:26 პოლიტიკა

პარტია "გირჩი", რომელიც პარლამენტში ოთხი დეპუტატითაა წამოდგენილი, "ნაციონალურ მოძრაობას" მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნაში დასახმარებლად ორ პირობას უყენებს.

"ჩვენ არ მივიღებთ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, მაგრამ მის შექმნაში ხელს არ შევუშლით ჩვენს კოლეგა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი საჯაროდ დადებენ პირობას, რომ როცა ჩვენ დაგვჭირდება საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაშინ მხარს დაგვიჭერენ და მეორე - მათი ტელეარხების საშუალებით შეწყვეტენ ტირაჟირებას, რომ ჩვენ ვართ "ქოცების" მეგობრები, მათთან შეკრულები და ა.შ." - უთხრა ჟურნალისტებს იაგო ხვიჩიამ.

გუშინ, 3 იანვარს პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების დახმარებით ოპოზიციას მიმართა, რომ მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილიყო. სააკაშვილის თქმით, ამ კომისიამ უნდა შეისწავლოს გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაც დააყენოს.

მართალია, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა, მაგრამ მას სხვა პარტიების დახმარების გარეშე დამოუკიდებლად საგამოძიებო კომისიის შექმნა არ შეუძლია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S