Accentnews.ge
"რუსეთის შეშფოთებებსაც მოვისმენთ და აუცილებელია, თავადაც მოისმინოს ჩვენი შეშფოთებები, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში და საქართველოში, ეს რუსეთმა ჩაიდინა"

"რუსეთის შეშფოთებებსაც მოვისმენთ და აუცილებელია, თავადაც მოისმინოს ჩვენი შეშფოთებები, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში და საქართველოში, ეს რუსეთმა ჩაიდინა"

05/01/2022 19:05:15 პოლიტიკა

"რუსეთის შეშფოთებებსაც მოვისმენთ და აუცილებელია, თავადაც მოისმინოს ჩვენი შეშფოთებები", – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბაერბოკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბლინკენმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან პრობლემა დიპლომატიური გზით მოგვარდება.

"ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ ახორციელებს ძალების პოზიციონირებას მოლდოვაში მისი ხალხის ნების წინააღმდეგ, ეს ქმედებები სხვა მრავალთან ერთად რუსეთმა ჩაიდინა. რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, ჩაერია სხვა ქვეყნის არჩევნებში, გამოიყენა ქიმიური იარაღი მთავრობის ოპონენტთა მკვლელობის მცდელობისთვის. ეს უცხო ქვეყნის მიწაზე ჩაიდინა. მოსკოვმა დაარღვია შეიარაღების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებები. ასე რომ, ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვაპირებთ, წამოვჭრათ რუსეთთან ეს და სხვა საკითხები. რუსეთს აქვს შეშფოთებები, რომელსაც მოვუსმენთ, ჩვენ გვაქვს შეშფოთებები და აუცილებელია, რომ რუსეთმა მოისმინოს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ვიპოვით დიპლომატიურ გზას", – განაცხადა ბლინკენმა.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა კონკრეტული იურიდიული გარანტიები, რომლებიც გამორიცხავენ ნატო–ს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთ ფლანგზე.

უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების გამართვა. 12 იანვარს ბრიუსელში დანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S