მიხეილ სააკაშვილმა ულტიმატუმის ვადა გაახანგრძლივა
06/01/2022 09:23:01 პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილმა ულტიმატუმის ვადა გაახანგრძლივა. კერძოდ, როგორც საპატიმროში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პლუს, არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის განმავლობაში, მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას.
„მოთხოვები ძალაში რჩება, მათ შორის, ადვოკატებისთვის კონფდენციალური კომუნიკაციის მიცემის შესაძლებლობა“,– განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, გუშინ დაცვის ქვეშ მყოფთან წერილობითი ფორმით კომუნიკაციის შესაძლელობა გამონაკლისის სახით მისცეს, თუმცა დღეს მყარი ბარიერი კვლავ აღმართულია.
ცნობისთვის: სააკაშვილი ითხოვს საპატიმროში პირადი და დამოუკიდებელი ექიმების დაშვებას, რომლებიც მის ჯანმრთელობის მდგმარეობას შეაფასებენ. ასევე ითხოვს, მის მიმართ შესაძლო ღირსების შემლახავი მოპყრობის გამოძიების მზნით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სექმნას და ავოკატებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობას.


