"ნაციონალური მოძრაობა" "ლელოს" ინიციატივას მხარს დაუჭერს
06/01/2022 16:49:33 პოლიტიკა
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ფრაქცია "ლელოს" ინიციატივას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
"მოსახლეობას ენერგეტიკის ტარიფები ძალიან მძიმე ტვირთად აწევს. პარლამენტი მესახება ადგილად, სადაც უნდა ვისაუბოთ, თუ სად მიდის ელექტროენერგია და რატომ არის ტარიფები ასე გაძვირებული. იმ შემთხვევაში, თუ ენერგეტიკის მიმართულებით საგამოძიებო კომისიის შექმნას დაბრკოლება შეექმნება, ჩვენ მხარს დავუჭერთ "ლელოს" ინიციატივას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. ეს კარგი პლატფორმა იქნება მათ შორის ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკითხების მიმართულებით. ამაზე ჩვენს კოლეგებთან საუბარი გვექნება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


