Accentnews.ge
მელია: "2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი"

მელია: "2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი"

07/01/2022 09:39:22 პოლიტიკა

ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ "2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი". ამის შესახებ მან შობის დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა.

"საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას და ძალიან მიხარია, რომ სწორედ სამეგრელოს გულიდან მეძლევა შესაძლებლობა, მივულოცო შობის დღესასწაული მთელს საქართველოს. მიმაჩნია, რომ 2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი. ჩვენ ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ. რაც არ უნდა დაპირისპირებულები ვიყოთ ერთმანეთთან, მოგვიწევს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ამიტომ, მინდა ვუსურვო მთელს ქვეყანას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ბედნიერება, წარმატება, სიყვარული და უნარი თანაცხოვრებისა",– განაცხადა მელიამ..

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S