Accentnews.ge
ცნობილია, რა ცვლილებები განხორციელდება ენმ-ში პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით

ცნობილია, რა ცვლილებები განხორციელდება ენმ-ში პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით

10/01/2022 14:29:26 პოლიტიკა

„ნაცონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები ცნობილია.

კერძოდ, როგორც მედია მანამდეც წერდა, ნიკა მელიას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე კობა ნაყოფია ჩაანაცვლებს, თავად მელია ინარჩუნებს პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ამასთან, „გარკვეული პერიოდით“ შეითავსებს თბილისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელობასაც. აღნიშნული პოზიციას მანამდე ზაალ უდუმაშვილი იკავებდა.

ამასთან, პეტრე ცისკარშვილი პარტიის გენერალურ მდივნად დაინიშნა.

„სტრუქტურული ცვლილებები გამოწვეულია იმ გამოწვევებით, რომლის წინაშეც დგას პარტია და სახელმწიფო“,– განაცხადა ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, აუცილებელია დღის წესრიგის და პარტიის შიგთავსის ცვლილებაც კი საზოგადოებისთვის.

„ამით არ შემოვიფარგლებით: როგორც თბილისში, ისე რაიონებში განახლების აქტიური პროცესი გაგრძელდება, გაგრძელდება აქტიური პროცესი რეფორმირებისა. ალბათ, უნდა მკითხოთ, ამ პროცესის შედეგი და მიზანი რა უნდა იყოს? მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს, რისთვის ვიბრძვით. ამ წუთის მდგომარეობით, ხშირად ჩვენ ამას წარმატებით ვერ ვაკეთებთ და ამაში დავრწმუნდი, როდესაც ვიყავი ზუგდიდში. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ გვინდა, უბრალოდ შსაკრებთა გადანაცვლებით ფონს გავიდეთ, ჩვნ გვინდა, ჯამი შეიცვალოს. “,– განაცხადა მელიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S