Accentnews.ge
ტყუილია ინფორმაცია, თითქოს NATO-ს ბაზები მთელს მსოფლიოში აქვს

ტყუილია ინფორმაცია, თითქოს NATO-ს ბაზები მთელს მსოფლიოში აქვს

13/01/2022 09:50:26 პოლიტიკა

დასავლეთსა და ნატოს შორის მზარდი დაპირისპირების ფონზე, კრემლის ჰიბრიდული მანქანა აქტიურად ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ NATO-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს ბაზები განლაგებული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

კერძოდ, NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა მოკავშირეთა ტერიტორიის გარეთ მხოლოდ იმ ტერიტორიებით შემოიფარგლება, სადაც ალიანსი ახორციელებს ოპერაციებს.

NATO-ს აქვს სამხედრო ობიექტები კოსოვოში, მაგალითად, KFOR-ის ( (ნატო–ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალები) სამშვიდობო მისიისთვის. NATO-ს ასევე აქვს სამოქალაქო სამეკავშირეო ოფისები პარტნიორ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და რუსეთი. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს "სამხედრო ბაზებად".

ცალკეულ მოკავშირეებს საზღვარგარეთ ბაზები ორმხრივი შეთანხმებებისა და მასპინძელი ქვეყნის თანხმობის პრინციპის საფუძველზე აქვთ, განსხვავებით რუსული ბაზებისგან, რომლებიც მოლდოვას, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიაზეა განლაგებული.

იხილეთ ასევე: აქცევს თუ არა ნატო რუსეთს ალყაში – ალიანსი რუქას აქვეყნებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S