Accentnews.ge
სააკაშვილი: "ყველაფერი, რაც გაკეთებულია ამ ქვეყანაში, ჩემი გაკეთებულია"

სააკაშვილი: "ყველაფერი, რაც გაკეთებულია ამ ქვეყანაში, ჩემი გაკეთებულია"

13/01/2022 09:50:57 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მოსამართლესთან შელაპარაკებით დაიწყო.

13 იანვრის სხდომაზე, რომელზეც ყოფილი პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს განიხილავენ, სააკაშვილი სიტყვით გამოსვლისას დარბაზისა და კამერებისკენ იყურებოდა, მოსამართლემ კი მოუწოდა, სასამართლოსთვის მიემართა. მოსამართლის რეპლიკამ სააკაშვილის გაღიზიანება გამოიწვია:

„თქვენი ისევე ხართ სასამართლო, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს“, - თქვა მან და დაამატა: „მე არ ვაპირებ, ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. თქვენ თვალებში შემოგხედავთ ქართველი ხალხი“.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, „ყველაფერი, რაც გაკეთებულია ამ ქვეყანაში და ყველაფერი, რაც არ გააფუჭეს აქამდე, ჩემი გაკეთებულია“.

„ეს დარბაზი არის ჩემი აშენებული; ეს დროშა, თქვენს უკან, არის ჩემი გაკეთებული; ეს სკამი, რომელზეც თქვენ ზიხართ, ჩემი დადგმულია; ეს აუდიტორიები ჩემი გაკეთებულია; ეს გალია ჩემი აშენებულია“, - თქვა სააკაშვილმა და დაამატა: „არანაირ პატივს არ ვცემ ივანიშვილის სასამართლოს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S